ვალუტის კურსი

„თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციები 13.24 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში დაიხურა.
ამის შესახებ Galt &Taggart-ის კვირის მიმოხილვაში ვკითხულობთ.
„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBCG LN) აქციები დაიხურა 13.24 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.92% წინა კვირასთან შედარებით და +11.26% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 243 ათასს გადააჭარბა, GBP 12.34 – 13.42 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share