5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:51:17

პურის ფასი შესაძლოა გაძვირდეს

By: Admin
2021-01-14 13:10:29
204

პურის ფასი შესაძლოა გაძვირდეს, - ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან სილაგაძემ განაცხადა.

სილაგაძის განცხადებით, თუ სახელმწიფო ტენდერის პირობებს არ გადახედავს, აქამდე არსებული სუბსიდირება საკმარისი არ იქნება და პურის ფასის გადახედვა მოხდება.

„თუ ტენდერის პირობები არ გადაიხედა და თუ სახელმწიფო არ წავიდა ამ კუთხით, რომ ტენდერის პირობები შეცვალოს, მაშინ შესაბამისად ფასი იქნება საბაზრო და საბაზრო ფასის პირობებში პურის ფასიც გადაიხედება“, - განაცხადა სილაგაძემ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

 

Share