ვალუტის კურსი

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმი სექტორი მოკვდა.
როგორც ალავერდაშვილი აღნიშნავს, ტურიზმის აღსადგენად ჩასატარებელია შესაბამისი სამუშაოები.
„ტურიზმის სექტორი უკვე დიდი ხანია მკვდარია და ის უნდა აღვადგინოთ. ველოდებით თებერვლიდან, მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიტანოთ. ეს ორკვირიანი შემოსვლა ტურისტების, უკვე დიდ ბიძგს მისცემს ტურისტების შემოსვლას. ახლა, უბრალოდ, ნებას პრობლემა გვაქვს, მეტი არაფერი“, - აცხადებს ალავერდაშვილი.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share