-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:14:55

თუ ბიზნეს სექტორი ფუნქციონირებას არ დაიწყებს, ეკონომიკა უმოძრაოდ იქნება - ბიზნეს სექტორი მთავრობას მიმართავს

By: Admin
2021-01-20 12:50:18
204

სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორისი გეგმა შეიმუშავა, რომელიც მოიცავს იმ ნაბიჯებს, რომელთა გატარებაც სექტორის გახსნისთვის აუცილებელია.

რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუ ბიზნეს სექტორი ფუნქციონირებას არ დაიწყებს, ეკონომიკა უმოძრაოდ იქნება.

„11 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთან კონსულტაციით, გაკეთდა ბევრი, სახელმწიფო ბიზნესს გვერდით დაუდგა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი წყალში ჩავარდება რამდენიმე ეპიდემიოლოგის ხუშტურის გამო და დღეს მივაღწევთ იმას, რომ შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ მთლიანად ვიყოთ ქვეყანა დახურულები და ეკონომიკა არ იმოძრავებს. ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად, ჩვენ უნდა შევძლოთ ეკონომიკის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკეტილ რეჟიმში ყოფნა ვერ მოიტანს შედეგს“, - განაცხადა ბურჯანაძემ

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share