ვალუტის კურსი

სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების, რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია.
შემსუბუქების პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share