ვალუტის კურსი

1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები აღდგება, - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება.
"1-ელი თებერვლიდან, როგორც ადრეც ვსაუბრობდით, მივიჩნიეთ შესაძლებლად გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა და დავუშვათ რეგულარული ფრენები, რაც ნიშნავს, რომ ყევლა ავიაკომპანია, რომელიც მოქმედებდა და მოქმედებს, ან თუნადც ახალი ავიაკომპანიები შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share