5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:55:59

1-ელი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები მუშაობას განაახლებენ

By: Admin
2021-01-22 16:09:00
204

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.

აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

 

Share