ვალუტის კურსი

„თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციები 12.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში დაიხურა.
ამის შესახებ Galt &Taggart-ის კვირი მიმოხილვაში ვკითხულობთ.
„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBCG LN) აქციები დაიხურა 12.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.43% წინა კვირასთან შედარებით და +5.22% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 114 ათასს გადააჭარბა, GBP 12.50 – 13.26 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა“, - ვკითხულობთ მიმოხილვაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share