3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:40:23

ტურიზმის სექტორი მთავრობას ზამთრის კურორტების გახსნისკენ მოუწოდებს

By: Admin
2021-01-25 13:45:09
204

ტურიზმის სექტორი მთავრობას მიმართავს, რომ ზამთრის კურორტები გაიხსნას, რათა სექტორმა თვითგადარჩენის რეჟიმში მუშაობა მაინც შეძლოს.

სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგიონის სასტუმროებისთვის მუშაობის განახლების უფლების მიცემა და სხვა სასტუმროების დაიგნორება შერჩევითი სამართალია.

„ესაა ის პუნქტები, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვთვლით, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოდ შესაძლოა გაიხსნას საზღვრები. ტურიზმის ადმინისტრაციაში სტრატეგია მუშავდება. ზამთრის კურორტები უნდა გაიხსნას, რომ თუნდაც თვითგადარჩენის რეჟიმში იმუშაონ და რომ დაირღვეს ის შერჩევითი სამართალი, რასაც ჰქვია რეგიონის სასტუმროებისთვის ფუნქციონირების უფლების მიცემა და სხვების დაიგნორება“, - აცხადებენ სექტორის წარმომადგენლები.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share