ვალუტის კურსი

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 858.68 მლნ ლარით (2.30%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.23%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 38.22 მლრდ ლარი შეადგინა.
ამის შესახებ ანგარიშს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
„ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 676.90 მლნ ლარით (4.16%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 181.77 მლნ ლარით (0.86%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.74%-ით)“, - აცხადებენ სებ-ში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share