3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:34:24

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2021-01-26 14:30:40
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 89 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.050 პროცენტით, მაქსიმალური 8.120პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.112 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 8.125 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აცხადებენ სებ-ში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share