ვალუტის კურსი

მთავრობის ადმინისტრაციაში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე შესვლამდე, Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან ზამთრის კურორტების გახსნას მოითხოვენ.
„ერთ-ერთი მოთხოვნა რაც იქნება ესაა 1-ელი თებერვლიდან მოგვცეს ზამთრის კურორტებს შესაძლებლობა რომ ვიმუშაოთ, გარდა ამისა, უკვე დროა არის დავიწყოთ იამზე ფიქრი როგორ აღვადგინოთ ტურიზმი. ანუ ტურიზმის წარმომადგენლებს გვაქვს ჩვენი გეგმა შემუშავებული. ყველა პრობლემაზე გვაქვს პასუხი“, - განაცხადა კოკაიამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share