ვალუტის კურსი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესს ყველაფრის ერთად გახსნა სურს, რაც შეუძლებელია.
როგორც თურნავა ამბობს, შეზღუდვები გარანტია იმის, რომ ერთ თვეში ყველაფრის დაკეტვა ხელახლა არ მოუწევს.
„ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, ჩვენ ამის შესაძლებლობას მოკლებული ვართ, იმიტომ რომ ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები არის იმის გარანტი, რომ ერთი თვის თავზე რომელიმე სფეროს დაკეტვა ისევ არ მოგვიწევს. მესმის, რომ ყველას სურს აღდგეს საქმიანობა, მაგრამ ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ ჯერ პანდემია არ დამარცხებულა“, - განაცხადა თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share