4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:55:40

საქართველოში 2020 წელს შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 11%-ით შემცირდა

By: Admin
2021-01-29 12:10:45
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს გაცემულია 9 564 ნებართვა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით, შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 11%-ით შემცირდა.

„ნებართვების 77,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53,5 პროცენტი ქ. თბილისზე, 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 6,9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

სულ, 2020 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 694,3 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 33,5 პროცენტით ნაკლები) 2 134 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14,9 პროცენტით ნაკლები)“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share