-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:38

თბილისში, 200-მდე რესტორანმა, ბოიკოტის ნიშნად, 24 საათით მიწოდების სერვისი შეწყვიტა

By: Admin
2021-01-30 13:08:17
204

თბილისში 200-მდე რესტორანმა 24 საათით მუშაობა და გატანის სერვისის მიწოდება შეწყვიტა.

"200-მდე რესტორანი შემოუერთდა ამ პროტესტს. კიდევ ერთხელ მივაწოდებთ მთავრობას ხმას, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნეს სექტორი", - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დირექტორმა, შოთა ბურჯანაძემ.

სარესტორნე სექტორის წარმომადგენლების ამის პარალელურად, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია 15:00 საათზე ჩატარდება.

სფეროს წარმომადგენლები მთავრობის გადაწყვეტილებებს გააპროტესტებენ. ისინი რესტორნების, კაფე-ბარებისა და ტრანსპორტის გახსნას მოითხოვენ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share