1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:35:55

დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა

By: Admin
2021-02-01 14:50:56
204

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები დღეიდან გაიხსნა, თუმცა მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნებათ.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

„პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share