2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:55:55

დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგა

By: Admin
2021-02-01 14:52:12
204

დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგა.

აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფრენები პროტოკოლის დაცვით განხორციელდება.

„1-ელი თებერვლიდან, როგორც ადრეც ვსაუბრობდით, მივიჩნიეთ შესაძლებლად გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა და დავუშვათ რეგულარული ფრენები, რაც ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანია, რომელიც მოქმედებდა და მოქმედებს, ან თუნადც ახალი ავიაკომპანიები შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას“, - განაცხადა თურნავამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share