4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:53:22

ბიზნეს ასოციაცია მთავრობას თებერვლიდან ბაზრობებიც გაიხსნისკენ მოუწოდებს

By: Admin
2021-02-01 14:57:01
204

ბიზნეს ასოციაცია მთავრობას თებერვლიდან ბაზრობებიც გაიხსნისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესის ასოციაცია ავრცელებს.

„უპირველესი, რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რეკომენდაციები ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული აუცილებელი რეგულაციები, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა და დასაქმებული მეწარმეების ტესტირება, ასევე პირბადის ტარებისა და დისტანცირების წესები. ვფიქრობთ, რომ ბიზნესი ამ წესების დაცვისათვის სათანადოდ მოემზადა და მაქსიმალურად გახსნილია მაკონტროლებელ ორგანოებთან სათანამშრომლოდ. ამ პირობების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მოლებთან ერთად თებერვლის პირელი რიცხვებიდან ბაზრობებსაც უნდა მიეცეთ ფუნქციონირების შესაძლებლობა: ერთის მხრივ, ეს იქნება სამართლიანი მიდგომა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს და ათასობით ჩვენს თანამემამულეს დაუბრუნებს საარსებო წყაროს. მესამე და მთავარი კი ისაა, რომ ეპიდემიის საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვის მკაცრი კონტროლი საშუალებას მისცემს საკოორდინაციო საბჭოსა და ადმინისტრციულ ორგანოებს რისკების დანახვისთანავე მკაცრი რეაგირება მოახდინოს ყოველ ცალკეულ დარღვევაზე, თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ბიზნესი უკვე მზად არის ახალ რეალობაში საქმიანობის განახლებისთვის და ამის საჭიროება არ დადგება“, - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაციაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share