ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.980 პროცენტით, მაქსიმალური 8.040 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.002 პროცენტით განისაზღვრა“, - აცხადებენ სებ-ში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share