4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:00:48

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ტოვებს

By: Admin
2021-02-03 13:02:10
204

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს, - ამის შესახებ განცხადებას სებ-ი ავრცლეებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 3 თებერვლის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

„იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე მისი შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება და დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე არ რეაგირებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share