
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.
მათი ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან დონეზე დარჩა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7246.1 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
„1 ნოემბრიდან 1 იანვრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1100-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6845.7 მილიონიდან 7246.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
124400 ხელშეკრულებიდან 36100 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 965.7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის მდგომარეობთ 13.07% შეადგინა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share