1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:52:21

15 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ

By: Admin
2021-02-04 13:47:55
204

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები, შეძლებენ მუშაობის განახლებას. თუმცა, ფუნქციონირებას მხოლოდ ღია სივრცეში განაახლებენ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

აქვე შეგახსენებთ, რომ კვების ობიექტებს მუშაობა 28 ნოემბრიდან შეეზღუდათ და მას შემდეგ გარკვეულმა ნაწილმა მხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობის უფლებით გააგრძელა ფუნქციონირება.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share