3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:43:47

შაბათს რესტორატოების მიერ დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება

By: Admin
2021-02-05 14:02:41
204

შაბათს რესტორატოების მიერ დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. აქციის გაუქმება სახელმწიფოს მიერ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილების გამო მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ვურჯანაძე ავრცელებს.

„გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის მიერ იქნა მიღებული, ეს არის ყინულის გალღობა და წინ გადადგმული ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რაც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის შეიქმნა „ლოქდაუნებიდან“ გამომდინარე. შაბათს რესტორნებს დაანონსებული გვქონდა დაუმორჩილებლობის აქტი. სურვილი გვქონდა მიგვეღო სტუმრები რეგულაციების ფარგლებში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ შაბათს დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება და რესტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებენ ფუნქციონირებას“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share