5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:26:46

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2021-02-09 13:20:54
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 497 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.940 პროცენტით, მაქსიმალური 8.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.940 პროცენტით განისაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share