5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:31

იოსებ არჩვაძე - პირობა, რომ ფასები აღარ გაიზრდება და ინფლაციას ადგილი აღარ ექნება, ფუჭი დაპირება იქნება

By: Admin
2021-02-10 14:53:27
204

ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე „ეკონომისტექსპრესთან“ ინფლაციასა და პროგნოზებზე საუბრობს.

როგორს ის აღნიშნავს, პირობა, რომ ფასები აღარ გაიზრდება და ინფლაციას ადგილი აღარ ექნება, ფუჭი დაპირება იქნება.

„თუ გადავხედავთ კაცობრიობის ისტორიას, ეს ინფლაციის ისტორიაცაა იმიტომ, რომ თავად აშშ-ში ბოლო საუკუნის მანძილზე დოლარი თითქმის 20-ჯერ გაუფასურდა. 2021 წლის დასაწყისში გვინდა 20 დოლარი იმ საქონლის შესაძენად, რასაც ერთი საუკუნის წინ ერთი დოლარი ჰყოფნიდა. წარმოიდგინეთ, დოლარს რომ ასეთი მდგომარეობა შეექმნა, სხვა ვალუტებზე რაღა უნდა ვთქვათ. ამიტომ, იმის თქმა და პირობა, რომ ფასები აღარ გაიზრდება და ინფლაციას ადგილი აღარ ექნება, ფუჭი დაპირება იქნება“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მაისიდან სექტემბრამდე ფასების საერთო კლების თვეებია, თუმცა ფასები შემდეგ უფრო იზრდება და წლიდან წლამდე ინფლაცია კლების ნაცვლად, იზრდება.

„შეიძლება ერთი ან ორი თვის მანძილზე ადგილი ჰქონდეს ფასების კლებას, მაგალითად ჩვენთან, საქართველოში, მაისიდან სექტემბრამდე ფასების საერთო კლების თვეებია, სურსათსა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტზე ფასები ეცემა, მაგრამ შემდეგ უფრო მეტად იზრდება და წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ, რომ ფასების საერთო დონე კი არ კლებულობს, არამედ იზრდება“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share