3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:42:57

„ბაზისბანკი“ Backbase-თან პარტნიორობით მომხმარებელს ინოვაციურ ციფრულ პლატფორმას შესთავაზებს

By: Admin
2021-02-11 13:35:20
204

„ბაზისბანკი“ Backbase-ის საბანკო ურთიერთობის პლატფორმას ნერგავს, რათა შეცვალოს ადგილობრივი ბაზარი ინოვაციური შესაძლებლობების განვითარებით.

„ბაზისბანკმა“ მსოფლიოს წამყვან საბანკო ინოვაციური ტექნოლოგიის მომწოდებელ ჰოლანდიურ კომპანია Backbase–სთან თანამშრომლობა დაიწყო. კომპანია, როგორც საუკეთესო, აღიარებულია  დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ.  Backbase-ის საბანკო ურთიერთობის პლატფორმით სარგებლობენ მსოფლიოში ისეთი ცნობილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Barclays, Citibank, Deutsche Bank. www.backbase.com

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბანკის ციფრულ გარდაქმნას და მომხმარებლებისათვის სრულიად ინდივიდუალური მიდგომების შეთავაზებას.  Backbase–ის მსოფლიო ლიდერი საბანკო ურთიერთობის პლატფორმა, ბაზისბანკს საშუალებას მისცემს დისტანციური მომსახურება მრავალფეროვანი გახადოს მომხმარებლებისთვის, უნიკალური მობილური გამოცდილების შეთავაზებით - ინოვაციური შესაძლებლობების სწრაფი და მასშტაბური განვითარებით.

„ბაზისბანკი“ განავითარებს Backbase-ის საბანკო  ურთიერთობის პლატფორმას - ინოვაციური  ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების სრულყოფილ პაკეტს, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს მართონ მომხმარებლის მომსახურების თითოეული ეტაპი - შექმნან თანამედროვე, მობილურისთვის გათვლილი პლატფორმა, რომელიც იძლევა სერვისების მომხმარებლებზე ინდივიდუალურად მორგების შესაძლებლობას. ახალი პლატფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია ამ ეტაპზე, როდესაც ბაზისბანკი და მის ჰოლდინგში შემავალი სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიების განვითარების სტრატეგია ერთიანი ფინანსური მარკეტის შექმნაა, სადაც ჰოლდინგის მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ერთ სივრცეში შეიძინოს ნებისმიერი საბანკო, სადაზღვევო თუ სალიზინგო პროდუქტი. პლატფორმის საშუალებით, რამდენიმე ღილაკზე დაჭერით, მარტივად  იქნება შესაძლებელი კლიენტად დარეგისტრირება, საიდანაც მომხმარებელს წვდომა ექნება ერთიან სივრცეში თავმოყრილ ნებისმიერ ფინანსურ პროდუქტსა და სერვისზე, საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად. ბაზისბანკი, როგორც ძლიერი მოთამაშე კორპორატიული საბანკო მომსახურების სფეროში, იმედოვნებს, რომ Backbase-სთან თანამშრომლობით საცალო მომხმარებლებისთვისაც მოქნილი, სრულიად ციფრული მომსახურების შეთავაზებას შეძლებს.

მომხმარებლის გამოცდილების ზრდასთან ერთად, Backbase–ის ტექნოლოგია ბაზისბანკის ჰოლდინგს  მისცემს წვდომას ექსპერტულ ტექნიკურ ცოდნაზე, რაც ხელს შეუწყობს ციფრული ინოვაციების განვითარებას და ბაზრისთვის ახალი შეთავაზებების მიწოდებას მოკლე  დროში. პლატფორმის თანამედროვე არქიტექტურის დანერგვა პირველი ნაბიჯია ბაზისბანკის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში - მომხმარებლებისთვის ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გახდეს სრულყოფილი მომსახურების (one-stop-shop) მიმწოდებელი  ერთიან სივრცეში.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ Backbase არის სწორედ ის პარტნიორი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მიზნის მიღწევაში, დავძლიოთ სტატუს-კვო საქართველოს ფინანსური სერვისების დარგში. მომხმარებელს სურს მეტად მოხერხებულად, მარტივად, და ერთიან სივრცეში მიიღოს ფინანსური სერვისები. ჩვენი იდეა, ბაზისბანკის ჰოლდინგი გახდეს ერთგვარი ციფრული ფინანსური მარკეტი კი, პირდაპირ პასუხობს მომხმარებლის ამ სურვილს.

Backbase–თან თანამშრომლობით, ჩვენ ციფრულ ინოვაციებში პოზიციონირებით მომხმარებლებს შევთავაზებთ  პერსონალურ სერვისებს და  ამავდროულად გავხდებით მათი ყოველდღიური წარმატების მონაწილე“, - განაცხადა „ბაზისბანკის“ საოპერაციო მიმართულების დირექტორმა რატი დვალაძემ.

„ჩვენ მოხარულები ვართ, ვითანამშრომლოთ ბაზისბანკთან. ჩვენ პირადად ვიხილეთ ბანკის ერთგულება საკუთარი მომხმარებლების მიმართ და ასევე, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერა, შესაბამისად, მოუთმენლად ველოდებით მათ მიერ ჩვენი საბანკო ურთიერთობის პლატფორმის დანერგვას, ციფრული ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად და საკუთარი მომხმარებლებისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შესაქმნელად“, - განაცხადა Backbase-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელმა პიერ-ალექსანდრე ბულეიმ.

(R)

Share