2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:26

2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3%-ით შემცირდა

By: Admin
2021-02-15 11:29:08
204

2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით შემცირდა.

ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 763.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 539.4 მლნ. აშშ დოლარი (16.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარში 315.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა“, - განაცხადეს საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share