4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:08:28

ნათია თურნავა - ვიმსჯელებთ, რამდენად ვართ მზად რესტორნებსა და ბარებში შიდა სივრცეების გახსნისთვის

By: Admin
2021-02-15 12:29:39
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მუშაობენ პროტოკოლებზე, რომელიც რესტორნებსა და ბარებში შიდა სივრცეების გახსნის საშუალებას მისცემს.

როგორც თურნავა ამბობს, შიდა სივრცეების გახსნას მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება.

„აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან, თვითონ სარესტორნე ინდუსტრიაც ჩართულია ამ მუშაობაში. საუბარი არის განახლებულ პროტოკოლებზე, რაზეც შევჯერდებით სარესტორნე ინდუსტრიასთან და რაც შეამზადებს რესტორნებსა და კაფეებს იმისთვის, რომ შევძლოთ შემდგომ ეტაპზე გავხსნათ და ვიფიქროთ შიდა სივრცეების გახსნაზე. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, მოსამზადებელი პერიოდი. ვიმსჯელებთ, რამდენად ვართ მზად შიდა სივრცეების გახსნისთვის“, - განაცხადა თურნავა.


ავტორი: მერი ტაბატაძე

Share