ვალუტის კურსი

რესტორატორები 22 თებერვლიდან შიდა სივრცეებში მუშაობის განახლებას ითხოვენ.
სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები მიმართავენ მთავრობას და ასევე მოითხოვენ რომ შაბათ-კვირას მუშაობის საშუალება მიეცეთ და კომენდატის საათი 2 საათის გადაწიონ.
„მოვამზადეთ 10 ასოციაციის ერთობლივი მიმართვა, რომელსაც გაგაცნობთ და ეს მოიცავს 7 პუნქტს. კრიტიკულია, რომ, როცა სამუშაო ადგილები ნელ-ნელა უბრუნდება პროცესს, ბიზნესს ჰქონდეს უკეთესად მუშაობის საშუალება. აუცილებელია, რომ კომენდატის საათის ორი საათით გადაწევა მოხდეს. სექტორისთვის აუცილებელია შაბათ-კვირას მუშაობს, რადგან 40% ბრუნვა გენერირდება ვიქენდებზე. ჩვენი თხოვნაა, რომ 22 თებერვლიდან რესტორნებს ჩვეულებრივ რეჟიმში ჰქონდეთ მუშაობს საშუალება“, - განაცხადა რესტორატორებმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share