ვალუტის კურსი

აშშ-ში უამინდობის გამო ნავთობის მოპოვება 2 მილიონი ბარელით შემცირდა - ამის შესახებ ინფრომაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ტეხასის შტატში დიდთოვლობა გახდა. უამინდობამ კი ელექტროენერგიის შეწყვეტა და ენერგომატარებლების მიწოდებაში შეფერხება გამოიწვია.
„ბლუმბერგის“ ცნობით აშშ-ში უამინდობის გამო ზოგიერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. მათი ერთობლივი გადამამუშავებელი სიმძლავრე შეფასებულია 3 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share