ვალუტის კურსი

2021 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 224.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაჩვენებელი 16.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელზე.
„ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.4 პროცენტით შემცირდა და 166.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა“, - აცხადებენ საქსტატში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share