1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:00:50

ნათია თურნავა - ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთი გარანტიაა, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე

By: Admin
2021-02-20 14:39:53
204

„ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთი გარანტიაა, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის წევრის ბეჟან წაქაძის შეკითხვას, რამდენად მზად არის ქვეყანა, რომ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის შესასვლელად.

„ჩვენი პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ 2024 წელს გავაკეთოთ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი. ყველა ჩვენი რეფორმა არის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი მთავარი საგზაო რუკა. ესაა ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ რეფორმები ჩქარდება და შეუქცევადია ევროპული და ევროატლანტიკური რეფორმების კურსი და კიდევ ერთ-ერთი ფაქტორია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც პირადად მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და ეს კიდევ ერთი გარანტიაა, რომ ჩვენ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე და მივაღწევთ ამ მნიშვნელოვან შედეგს“, - განაცხადა თურნავამ.

 ნათია თურნავამ, როგორც ახალი მთავრობის მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა სამოქმედო პროგრამა სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, ასევე უპასუხა პარლამენტარების შეკითხვებს.

 

(NS)

Share