-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:33

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

By: Admin
2021-02-23 17:19:25
204

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3169 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.3084 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 4.0294 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 4.0138 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0156 ლარი შეადგინა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share