5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:56

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ვიზიტორები შემოსვლას შეძლებენ, გაფართოვდა

By: Admin
2021-02-24 15:31:02
204

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ვიზიტორები შემოსვლას შეძლებენ, გაფართოვდა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა.

„რაც შეეხება ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოებას, როდესაც შემოვიღეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ნეგატიური PSR ტესტით შეიძლება შემოვიდნენ ვიზიტორები და შემდეგ მესამე დღეს ქვეყანაში ჩაიტარონ PSR ტესტი, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ნუსხა გადაიხედება პერიოდულად და დღეს ჩავთვალეთ შესაძლებლად, აქ ჩვენ ერთსულოვანი ვიყავით, იმიტომ, რომ უკვე შესაძლებელია მკაცრი კონტროლით გავაფართოვოთ ჩამონათვალი, დაგვემატებინა ჩვენი სამეზობლო მთლიანად და რეგიონის ქვეყნები, როგორიც არის სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. ავიაკომპანიები მზად არიან, რომ გააფართოონ ფრენის არეალი“, - აცხადებს თურნავა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share