2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:58:44

წინასწარი შეფასებით, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

By: Admin
2021-02-26 11:16:44
204

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ანგარიშს საქართელოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share