5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
15:06:45

ქუმსიშვილი: თურქმენეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო დერეფნისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარება

By: Admin
2018-09-07 12:56:40
204

თურქმენეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო დერეფნისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარება,  - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენეთში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ გამაცხადა.

„აღნიშნული დერეფანი მნიშვნელოვანია როგორც იმ საქონლისა და მომსახურების გატანისათვის, რასაც აწარმოებს თურქმენეთი, ასევე, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის. ჩვენთვისაც მნიშნელოვანია ამ მიმართულებებით მოხდეს მოწოდების დივერსიფიკაცია. ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კარგი პერსპექტივაა,“  - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში, ასვე გაიმართა დიმიტრი ქუმისიშვილის ორმხრივი შეხვედრები თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.   

(NS) 

Share