ვალუტის კურსი

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3%-ით გაუფასურდა, - ამის შეახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა.
იანვარში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.3074, ხოლო მინიმალურმა 3.2766 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 0.3 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.6 პროცენტი დაფიქსირდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share