4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:54:34

ქვემო ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

By: Admin
2021-03-01 10:06:31
204

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს  ქვეყნის მასშტაბით  აქტიურად განაგრძობს.

ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი  არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმენდება.

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდის, შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება  250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით სოფელ   ნაგების, ბირლიკისა და ქალაქ გარდაბნის   სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მოირწყვება.  

სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს დასრულების ეტაპზეა.

(NS)

Share