ვალუტის კურსი

„თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციები 10.86 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში დაიხურა.
ამის შესახებ ნათქვამია Galt &Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
„ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციები დაიხურა 10.86 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.24% წინა კვირასთან შედარებით და -11.71% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 263 ათასს გადააჭარბა, GBP 10.86 – 11.48 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share