4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:41:02

„საქართველოს ბანკის ჯგუფის“ აქციები 9.98 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში დაიხურა

By: Admin
2021-03-01 13:46:48
204

„საქართველოს ბანკის ჯგუფის“ აქციები 9.98 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში დაიხურა.

ამის შესახებ ნათქვამია Galt &Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.

„ „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ აქციები დაიხურა 9.98 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -10.41% წინა კვირასთან შედარებით და -16.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 274 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.77 – 11.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა. Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 5.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share