3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:36:10

ისანში, ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო - „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

By: Admin
2021-03-01 15:47:23
204

„საქართველოს რკინიგზა“ ისანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი განცხადებით, თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი,  გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა,  რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

„შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი,  გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა,  რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

(NS)

Share