2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:47:44

საქართველოში ინფლაციის დონე 3.6%-მდე გაიზარდა

By: Admin
2021-03-02 11:41:23
204

საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 3.6%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, თებერვალში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1.1% შეადგინა.

„2021 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.3 პროცენტით განისაზღვრა“, - განაცხადა საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share