1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:36:00

მებაჟე ოფიცრების მიერ გამოვლენილი კონტრაფაქციული საქონელი სავაჭრო ქსელში აღარ მოხვდება

By: Admin
2021-03-02 15:26:02
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურების განხორციელებისას, კონტრაფაქციული, ფალსიფიცირებული საქონელი (619 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი) გამოავლინეს.

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონელი შეჩერებას დაექვემდებარა და მფლობელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე განადგურების ქვეშ მოექცა.

(NS)

Share