ვალუტის კურსი

თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის განისაზღვრა ფინანსური დახმარება 5 000 ლარის ოდენობით.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„შემუშავდა კრიტერიუმები რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5000 ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share