ვალუტის კურსი

„ვიზეარი“ მარტის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს განაახლებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე „ვიზეარი“ ფრენებს 20 მიმართულებით განახორციელებს.
„„ვიზეარი“ მარტის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს აახლებს. ამ ეტაპისთვის ის ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით კვირაში 45 ფრენას. მარტის ბოლოდან საქართველოს ბაზაზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზეარ აბუდაბი“ და ფრენებს შეასრულებს აბუდაბი-ქუთაისი-აბუდაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით“, - განაცხადა თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share