4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:54:00

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“ - თუ რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ძალიან პრინციპულები ვიქნებით

By: Admin
2021-03-05 16:04:34
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით თუ რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, მთავრობის წარმომადგენლები ძალიან პრინციპულები იქნებიან.

მისივე თქმით, ხალხმა ჰესის უსაფრთხოების შესახებ პასუხები მიიღო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამიტომ, თუ სადმე რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მკაცრები და კანონის მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში იმოქმედებს სამინისტროს ყველა სამსახური. ვფიქრობ, რომ დღეს ხალხმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღო პასუხი - ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, იმაზე თუ რა ტიპის გარემოზე ზემოქმედების რისკებს ატარებდა პროექტი. ამაზე ისაუბრეს საქართველოს წამყვანმა ექსპერტებმა და, ამავე დროს, მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის კვლევებზე იყო დაფუძნებული ამ ექსპერტების მოსაზრებები”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ცაგერში მოქალაქეებთან გამართული შეხვედრის დროს.

(NS)

Share