4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:38:04

ნათია თურნავა - სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია „ენკამ“ უფრო კონკრეტული პროექტები უნდა დააფინანსოს

By: Admin
2021-03-09 16:08:37
204

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა.

საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირიდან სამ პირს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კიდევ ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ განაჩენი კი, 16 მარტს გამოცხადდება.

ბრალდებულთაგან ორი არასრულწლოვანია, რის გამოც სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

განაჩენის გამოცხადებას გიორგი შაქარაშვილის დედა დაესწრო. ამასთან, სასამართლოსთან იმყოფებიან გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ 2020 წლის 11 აგვისტოს დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

(NS)

Share