1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:04:33

ღამის ეკონომიკის აღდგენა ზაფხულიდან დაიწყება

By: Admin
2021-03-10 12:50:35
204

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ღამის ეკონომიკის აღდგენა ზაფხულიდან დაიწყება.

მისი თქმით, აღდგენის პროცესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდება.

„ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში სექტორში ჩართულ ადამიანებთან გვქონდა კომუნიკაცია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მილიონი ლარი იქნება და ამ დახმარებას მიიღებს მინიმუმ 500 შემოქმედი, 50 მეტი ორგანიზაცია.  ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებენ. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა მოხდება. იქნება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა. დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის სამუშაოების გაწევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share