2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:56:10

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 52.9%-ით შემცირდა

By: Admin
2021-03-11 14:00:45
204

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

„სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სტრუქტურული. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 49.9 პროცენტით, მეორეზე - ნიდერლანდი 27.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 17.5 პროცენტით“, - განაცხადეს საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share