
„ნამახვანჰესის“ მშენებლობა მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გაგრძელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განაცხადებით, კომპანია „ენკა“კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას აღარ გააგრძელებ.
„პროექტი, როგორც ადრეც ვთქვით, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი, ჩვენ ამაში ეჭვი რა გვეპარება და მთლიანობაში, „ნამახვანჰესი“ არის აუცილებელი ჩვენი ენერგეტიკის დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გვესმის, რომ არის გარკვეული უნდობლობა, კითხვები და ეს ლეგიტიმური კითხვებია, შევთანხმდით კომპანიასთან, მოვთხოვეთ რამდენიმე რამ: პირველი და მნიშვნელოვანია პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეკოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით გვაქვს შეთანხმება, რომ კომპანია გააგრძელებს ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში და არ დაიწყებს ძირითადი ნაწილის მშენებლობას, რაც არის კაშხალი და წყალსაცავი, რაც სხვადასხვა აჟიოტაჟის საგანი იყო, ამასობაში ჩვენ მოვიწვევთ დამოუკიდებელ ექსპერტებს და უმრავლესობა ჩაერთვება ამაში, მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება, სრულიად გახსნილად და შემდეგში უკვე, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტივა შესატანი, მანამდე კი, კაშხლის, წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, თუმცა კომპანია გააგრძელებს გზის მშენებლობას, რომელიც მოსახლეობას შემდეგ უფასოდ გადაეცემა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share